საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

SICA-ს რეგიონული კონფერენცია

2 მარტს, ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის ონლაინ-პლატფორმის საშუალებით, გაიმართა ვირტუალური შეხვედრა კოსტა რიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კარლოს ალვარადო კესადასთან. 
როგორც SICA-ს დროებითი თავმჯდომარე ქვეყნის მეთაურმა, ბატონმა ალვარადომ წარმოადგინა ცენტრალური ამერიკის რეგიონის ქვეყნების საერთო სამოქმედო პროგრამა და მისი 3 ძირითადი მიმართულება - განათლების ხარისხი, მდგრადი განვითარება და ინსტიტუციონალური გაძლიერება. 
ონლაინ შეხვედრას, როგორც SICA-ს დამკვირვებელი ქვეყნის წარმომადგენელი, მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა დაესწრო.