საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

FINI 2021-ის მოსამზადებელი ღონისძიებები

9 მარტს, იდალგოს შტატის ავტონომიური უნივერსიტეტის (UAEH) რექტორატის ინიციატივით, გაიმართა ვირტუალური შეხვედრა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან თამარ გამილაღდიშვილ-გაგუასთან. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საერთაშორისო ფესტივალის FINI -2021 სტუმარი ქვეყნის დიპლომატიურ მისიასთან მოსამზადებელი ღონისძიებების ბოლო ეტაპისა და პროგრამის შეთანხმება.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფესტივალის დირექტორი ფრიდა კასტანიედა ბულოს, უნივერსიტეტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მარკო ანტონიო ალფარო მორალესი და საერთშორისო ურთიერთობების განყოფილების დირექტორი რაფაელ კარავიოტო ტორესი.