საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

საელჩოს ორგანიზებით, ქ. მეხიკოში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს. 

საელჩოს წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს თანამემამულეებს და ისაუბრეს ეროვნული მოძრაობის გმირებზე, 1989 წლის 9 აპრილის, 1991 წლის 31 მარტისა და 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე. საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თამარ გამილაღდიშვილი-გაგუამ სტუმრებს გააცნო საქართველოს საგარეო უწყებისა და მექსიკაში დიპლომატიური წარმომადგენლობის სამომავლო გეგმები, მათ შორის - იდალგოს საერთაშორისო ფესტივალში, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის მონაწილეობის პროგრამა ა.წ. 23 აპრილიდან 30 აპრილამდე, სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალსა და გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე მონაწილეობის გეგმები და ა.შ. 
შეხვედრის დასასრულს, საელჩოს წარმომადგენლებმა თანამემამულეებს მოკლედ გააცნეს მექსიკაში, რეგიონსა და საქართველოში მიმდინარე პროცესები, ასევე - საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორულ პროექტებზე გამოცხადებული მორიგი საგრანტო კონკურსი, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება.