საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პრესკონფერენცია FINI - 2021

15 აპრილს, იდალგოს შტატის ავტონომიური უნივერსიტეტის (UAEH)  ორგანიზებით, მექსიკის მას-მედიის წარმომადგენლებისათვის ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - FINI 2021-სადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია გაიმართა. ფესტივალის პროგრამისა და საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს შესახებ ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა ალფრედო პონტიგო ლოიოლამ, ფესტივალის დირექტორმა ფრიდა კასტანედამ, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თამარ გამილაღდიშვილმა და რექტორატის წარმომადგენლებმა.