საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ინტერვიუ საქართველოს შესახებ

29 აპრილს, მექსიკა-კოლუმბიის სავაჭრო სამრეწველო პალატის ონლაინ პლატფორმის გადაცემათა ციკლის ფორმატში - "მსოფლიო შენთვის", გადაიცა და გამოქვეყნდა ჟურნალისტ სოფია სალინას ინტერვიუ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, თამარ გამილაღდიშვილთან.

ქართველმა დიპლომატმა ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღებზე, მათ შორის - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, პირველი ქართული კონსტიტუციის შესახებ, ასევე - ქვეყნის დღევანდელ მიღწევებსა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე, რუსული ოკუპაციის შედეგებსა და მეგობარი ქვეყნების მხადაჭერაზე ამ რთული კრიზისული ვითარების გადალახვის გზაზე. ა.შ.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და მექსიკას, ასევე საელჩოს დიპლომატიური გადაფარვის ქვეყნებს შორის ურთიერთობების დინამიკას, ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობას, ერთობლივ პროექტებს კულტურის, განათლების, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.