საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინის პოპულარიზაცია მექსიკაში

28 ივლისს, მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში, გაიმართა საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის თამარ გამილაღდიშვილი-გაგუას შეხვედრა მექსიკური ღვინის ფესტივალის „ინტერვინოს - INTERVINOS“ საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებთან და მის ხელმძღვანელთან ლეტისია მენდისაბალთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე წლის განმავლობაში მექსიკის მასშტაბით დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში ქართული ღვინის პრეზენტაციის შესაძლებლობები.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, რაც უკავშირდება მექსიკურ ბაზარზე ქართული წარმოების პროდუქციის შესვლას და მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებს.