საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ევროპის გენერალური დირექტორატის გენ-დირექტორის მოადგილესთან

29 ივლისს, ქ. მეხიკოში, გაიმართა საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის თამარ გამილაღდიშვილი-გაგუას ონლაინ-შეხვედრა მექსიკის საგარეო უწყების ევროპის გენერალური დირექტორატის გენ-დირექტორის მოადგილესთან რაულ საავედრასთან.

შეხვედრაზე, პანდემიით გამოწვეულ სირთულეებისა და ვაქცინაციის პროცესის თაობაზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შემდეგ, განხილულ იქნა საქართველოსა და მექსიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის - ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის მომზადება, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მექსიკის დამოუკიდებლობის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში, ორი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოება. 

შეხვედრის ბოლოს აღინიშნა, რომ კულტურისა და განათლების სფეროებში მეგობარ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზეა და, პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის განმავლობაში, საქართველო მონაწილებას მიიღებს ისეთ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ფესტივალებზე, როგორებიცაა სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალი (FIC) და გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, ხოლო იდალგოს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის (FINI) მეათე გამოშვების საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით საქართველო წარმოდგენილი იყო 2021 წლის აპრილში.