საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა საქართველოს სტუდენტურ პარლამენტთან

5 ნოემბერს, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ-შეხვედრა საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან თამარ გამილაღდიშვილ-გაგუასთან.

შეხვედრის ძირითადი თემებიდან სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტულმა მიმართულებებმა, პანდემიის პირობებში ქართველი დიპლომატების საქმიანობამ, სავიზო პოლიტიკამ ორ პარტნიორ ქვეყანას შორის, ქართველი სტუდენტებისათვის მექსიკასა და საელჩოს გადაფარვის ქვეყნებში სწავლის პერსპექტივებმა.