საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მექსიკის საგარეო უწყებას 200 წელი შეუსრულდა

4 ნოემბერს, მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მინისტრის, მარსელო ებრარდ კასაუბონის მიწვევით, საგარეო უწყების საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები იღებდნენ, მათ შორის - საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა.