საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩომ მექსიკაში გვატემალას ელჩსა და საქართველოს საპატიო კონსულს უმასპინძლა

საქართველოსა და გვატემალას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დადებითი დინამიკა, მიმდინარე და სამომავლო გეგმები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარება, 
დევნილების მდგომარეობა, სამეზობლო პოლიტიკა, ასევე - ქართული კულტურის, ღვინის პოპულარიზაცია და პოსტპანდემიური პერსპექტივები, ზოგადად კი 2021-2022 წლების საერთო სამოქმედო გეგმა იყო მექსიკაში გვატემალას რესპუბლიკის ელჩთან მარიო ბუკარო ფლორესთან და გვატემალაში საქართველოს საპატიო კონსულთან მარიო ადოლფო ბუკარო ჩიკასსთან საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულის - თამარ გამილაღდიშვილი-გაგუას შეხვედრის ძირითადი თემები.