საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზაზა გაბუნია FIL-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

29 ნოემბერს, ელჩი ზაზა გაბუნია გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ბაზრობის გენერალურ დირექტორს მარისოლ შულც მანაუტს შეხვდა.

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ქართველი მწერლებისა და გამომცემლების დელეგაციის მონაწილეობისა და ქართული ეროვნული სტენდის წარმატებული დებიუტის გამო.  
შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა სამომავლო გეგმებს და მათი განხორციელების გზებს, მათ შორის - ქართულ - მექსიკური ლიტერატურული დიალოგის დაარსებას FIL-ის ფარგლებში. 
ქალბატონმა მარისოლ შულცმა მადლობა გადაუცადა ბატონ ელჩს აქტიური მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის რანგში ვიხილავთ ამ პრესტიჟულ და მასშტაბურ ბაზრობაზე.