საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზაზა გაბუნიას შეხვედრა პანამელ კოლეგასთან

9 დეკემბერს, ქ. მეხიკოში,  შედგა ელჩის ზაზა გაბუნიას შეხვედრა მექსიკაში პანამის რესპუბლიკის ელჩთან ალფრედო ორანხეს ბუსტოსთან.

შეხვედრაზე განხილილ იქნა უახლოეს მომავალში საქართველო-პანამის ურთიერთობის გააქტიურებისა და გადატვირთვის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხი. მეგობარი ქვეყნების ელჩები ასევე ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის - მომავალი წლის მარტში, პანამის დედაქალაქში დაგეგმილ საერთაშორისო ექსპო-ფორუმში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, პანამელმა კოლეგამ საქართველოს ელჩი პანამის რესპუბლიკაში მიიწვია.