საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზაზა გაბუნიას შეხვედრა ბელიზელ კოლეგასთან

ელჩი ზაზა გაბუნია მექსიკაში ბელიზის ელჩს ოსკარ ლორენსო არნოლდს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ცენტრალური ამერიკის რეგიონსა და საქართველოში მიმდინარე პროცესები, ასევე - ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები.

შეხვედრის დასასრულს, ბატონმა ელჩმა მადლობა გადაუხადა მეგობარი ქვეყნის ელჩს მხარდაჭერისათვის, რასაც ბელიზის მთავრობა გამოხატავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ ინიცირებული რეზოლუციების მიმართ.