საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზაზა გაბუნია კოსტა რიკის ელჩს შეხვდა

ელჩი ზაზა გაბუნია მექსიკაში კოსტა რიკის რესპუბლიკის ელჩს, მარსელო პრიეტო ხიმენესს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები, ცენტრალური ამერიკის რეგიონსა და საქართველოში მიმდინარე პროცესები, ასევე - გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად,  უახლოეს მომავალში განსახორციელებელი საერთო გეგმები.

შეხვედრის დასასრულს, ბატონმა ელჩმა მადლობა გადაუხადა ბატონ მარსელო პრიეტოს იმ მხარდაჭერისათვის, რასაც მეგობარი ქვეყნის მთავრობა გამოხატავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ ინიცირებული რეზოლუციების მიმართ.