საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოსა და ჰონდურასის რესპუბლიკის ელჩებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ.

27 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა ზურაბ ერისთავმა საელჩოში ჰონდურასის რესპუბლიკის ელჩს მექსიკაში, ალდენ რივერა მონტესს უმასპინძლა.

ბატონმა რივერამ ქართველ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ბოლო დღეებში, ჰონდურასის საყოველთაო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თავის მხრივ, ელჩმა ზურაბ ერისთავმა საქართველოს პრეზიდენტის მისალოცი წერილის ასლი გადასცა ჰონდურასის პრეზიდენტის, ხუან ორლანდო ერნანდესის სახელზე, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით გამარჯვებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთგვარად შეაჯამეს საქართველოსა და ჰონდურასს შორის მიმდინარე ურთიერთობების დინამიკა და მომავალი წლისთვის სამუშაო დღის წესრიგი დასახეს.