საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი მონტერეის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

27 სექტემბერს მექსიკაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ ერისთავმა საელჩოში მონტერეის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. პროფესორ ნიკოლას ფოკრასის ხელმძღვანელობით შემდგარი ჯგუფი მეხიკოს ქ. მონტერეიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეწვია. საქართველოს ელჩი სტუდენტებს საქართველოს საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტების, ქვეყნის შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა. ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, მიღებული ინფორმაციის ანალიზი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიების დასასრულს, ერთობლივად იქნა მიღებულ გადაწყვეტილება საქართველოს საელჩოსა და მონტერეის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესახებ, იქნება ეს საქართველოს თემაზე კონფერენციების/მრგვალი მაგიდების ერთობლივად ორგანიზება თუ კვლევითი პროექტების წახალისება.