საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ძვირფასო სტუმარო,

მოგესალმები მექსიკის შეერთებულშტატებში საქართველოს საელჩოს ვებ–გვერდზე, სადაც მიიღებ ინფორმაციასსაელჩოს საქმიანობისა და მექსიკისშეერთებულ შტატებთან, ცენტრალურიამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებთანსაქართველოს ურთიერთობების დინამიკისშესახებ.

ვებ–გვერდი აგრეთვე უზრუნველყოფსსაჭირო საკონსულო ინფორმაციისმიწოდებას საქართველოს მოქალაქეებისადა საქართველოში გამგზავრებისმსურველი უცხოელებისთვის.

საელჩოს საქმიანობა მექსიკასთან, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებთან, ორმხრივითუ მრავალმხრივი მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში საქართველოსთვალსაჩინოდ წარდგენას ემსახურება. ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს ამრეგიონში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საელჩოს სრული შემადგენლობა მოწადინებულია ძალა დაენერგია არ დაიშუროს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობების გასაღრმავებლად.

საქართველო, მექსიკის მსგავსად, უძველესი ქვეყანაა. მისმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ დაგეოპოლიტიკურმა ადგილმდებარეობამ დიდი გავლენა იქონია მრავალეთნიკური საზოგადოების,ფასეულობების, ტრადიციებისა და კულტურის ჩამოყალიბებაზე. ქვეყანა მდიდარი ისტორიითა დაბუნებრივი მრავალფეროვნებით იზიდავს განსხვავებული ინტერესებისა და გემოვნებისმრავალრიცხოვან უცხოელ სტუმარს. საელჩო მზადაა სრული ინფორმაცია და საჭირო რჩევებიმიაწოდოს საქართველში ჩასვლის მსურველ ყველა დაინტერესებულ პირს. 

საქართველო მიმზიდველია არა მარტო ტურისტებისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის.საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით გატარებული რეფორმების შედეგად, მსოფლიო ბანკისავტორიტეტული შეფასებებით საქართველო აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილადბიზნესის წარმოებისთვის. საელჩო მზადაა დახმარება გაუწიოს პოტენციურ ინვესტორებს მათთვისსაინტერესო სფეროებზე სრული ინფორმაციის მიღებასა და საქართველოს შესაბამის წრეებთანკონტაქტების დამყარებაში.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით უკეთ გაიცნობთ ჩემს ქვეყანას, მის ისტორიასა დათანამედროვე ცხოვრებას,  შეძლებთ თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციისმოპოვებას საქართველოსა და ქართველებზე და სურვილის შემთხვევაში ორმხრივად სასარგებლოკავშირებს დაამყარებთ საქართველოს სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებთან.

აქვე, მინდა მივესალმო და თანადგომა გამოვუცხადო მექსიკაში მცხოვრებ მცირერიცხოვანთანამემამულეებს. მზად ვართ ჩავდგეთ თქვენს სამსახურში. საელჩოს კარი ღიაა ყოველითქვენგანისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან რაიმე სხვა სახის დახმარების მისაღებად, გთხოვთ,დაგვიკავშირდეთ საქართველოს საელჩოს მექსიკის შეერთებულ  შტატებში.

 

პატივისცემით,

ზურაბ ერისთავი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი