საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ ერისთავი წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალის გახსნას დაესწრო

23 აგვისტოს, იდალგოს შტატის დედაქალაქში, წიგნის 32- საერთაშორისო საუნივერსიტეტო ფესტივალი-ბაზრობა გაიხსნა. ინაუგურაციიის ცერემონიას, საპატიო სტუმრის სტატუსით, ელჩი ზურაბ ერისთავი დაესწრო.  იდალგოს შტატის ავტონომიური უნივერსიტეტის მიერ 32 წლის წინ დაარსებული ფესტივალი საერთაშორისო მნიშვნელობისაა და წელს, სტუმარი ქვეყნის რანგში, მიწვეულია იტალია.

ფესტივალის მთავარი თემაა ადამიანის უფლებების დაცვა, ხოლო ერთ-ერთი ღონისძიება, რომელსაც სტუმრებს ამ მიმართულებით 29 აგვისტოს შესთავაზებს იდალგოს უნივერსიტეტი, ელჩის ბატონი ზურაბ ერისთავის კონფერენციაა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის და ადამიანის უფლებების, მათ შორის - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა უფლებების დაცვის შესახებ.