საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ ერისთავის შეხვედრა ელ სალვადორის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროში

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ელ სალვადორის რესპუბლიკაში (რეზიდენციით . მეხიკო), ზურაბ ერისთავი რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილეს, ვიქტორ ლაგო პიზატის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის - განათლების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის მიმართულებებით.

საუბარი ასევე შეეხო რესპუბლიკის პრეზიდენტის და ახალი მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტებს ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სფეროებში, სადაც საქართველოს გამოცდილება  გასათვალისწინებელია ელ სალვადორისთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც.