საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზურაბ ერისთავი მექსიკის კულტურის მინისტრს შეხვდა

27 იანვარს, საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი მექსიკის შეერთებული შტატების კულტურის მინისტრს  ალეხანდრა ფრაუსტო გერეროს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მექსიკის ახალი სამთავრობო პოლიტიკა და მნიშნველოვანი პროექტები, საქართველოსთან თანამშრომლობის შეთანხმების აქტუალური სფეროები, რომელსაც უახლოეს პერიოდში მოეწერება ხელი. 

 

ქალბატონმა მინისტრმა და ბატონმა ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყნას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ქმედითი გახდება, მათ შორის - კინემატოგრაფიული და ვიზუალური ხელოვნების, მუსიკისა და თეატრის, მთარგმნელობითი და საგამომცემლო, სახვითი ხელოვნებისა და ხალხური რეწვის, ასევე - ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროების შორის თანამშრომლობის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს წარმატებებზე ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებში, როგორიცაა სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალი, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენა და იდალგოს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომლის მე-10 საიუბილეო წლის ფარგლებში, საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა მიწვეული. ბატონმა ზურაბ ერისთავმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს გულთბილი და საქმიანი შეხვედრისათვის და მომავალი თანამშრომლობის დღის წესრიგში აქტიური მონაწილეობისათვის.