საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩს ზურაბ ერისთავს ელ სალვადორის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტმა უმასპინძლა

30 იანვარს, სან სალვადორში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელ სალვადორის რესპუბლიკაში (რეზიდენციით . მეხიკო), ზურაბ ერისთავი რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტს მარიო პონსეს შეხვდა და პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრო.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის - საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურებისა და ელ სალვადორის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის საკითხები.