საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთნ

მექსიკის საგარეო უწყებაში, შედგა ელჩის, ბატონი ზაზა გაბუნიას გაცნობითი შეხვედრა მექსიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრთან, ქალბატონ კარმენ მორენა ტოსკანოსთან. 
შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, ბატონი ბერნარდო აგილარი, მექსიკის საგარეო უწყების წარმომადგენლები და საქართველოს საელჩოს მრჩეველი, გაიმართა დიალოგის ფორმატში. 
სხვადასხვა აქტუალურ თემებთან და ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მექსიკის შეერთებული შტატები ერთგულია საქართველოს ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს, მექსიკასთან ორმხრივ თანამშრომლობას  კულტურის, განათლების, ეკონომიკის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.