საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს უმასპინძლა

გვადალახარას (ხალისკო) წიგნის საერთაშორისო გამოფენა - FIL, რომელიც გვადალახარას უნივერსიტეტის ინიციატივით დაარსდა 1987 წელს, ესპანურენოვანი გამოცემების ყველაზე მასშტაბური და პოპულარული გამოფენაა მსოფლიოში. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვადალახარას გამოფენა მექსიკისა და ესპანურენოვანი კულტურების სხვა კულტურებთან მჭიდრო თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა.
2021 წელს, საერთაშორისო გამოფენის სტუმრებს შორის გამოირჩევა საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ცნობილი ქართველი მწერლები, გამომცემლები და თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წარმომადგენლები.
23 ნოემბერს, ქართულ დელეგაციას საელჩომ უმასპინძლა. თავის მისასალმებელ სიტყვაში, ელჩმა ზაზა გაბუნიამ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი მწერლების და გამომცემლების მონაწილეობას ასეთ პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში, მით უფრო, როდესაც იუნესკოს პროგრამის შესაბამისად, თბილისი მალე ესტაფეტას გადასცემს ხალისკოს შტატის დედაქალაქს - გვადალახარას, როგორც 2022 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქს.