საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე

გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარულია მსოფლიოში. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვადალახარას გამოფენა მექსიკისა და ესპანურენოვანი კულტურების სხვა კულტურებთან მჭიდრო თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა.
2021 წელს, საერთაშორისო გამოფენის სტუმრებს შორის გამოირჩევა საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ცნობილი ქართველი მწერლები, გამომცემლები და "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" წარმომადგენლები.
27 ნოემბერიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, ქართული დელეგაცია და საქართველოს საელჩო მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში, გაიმართება სამი პრეზენტაცია და, ასევე, 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე, წარმოადგენილი იქნება ქართული ლიტერატურის ნიმუშებისა და გამომცემლობების სტენდი.