ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო სტუმარო,

მოგესალმები მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე, სადაც მიიღებ ინფორმაციას საელჩოს საქმიანობისა და მექსიკის შეერთებულ შტატებთან, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობების დინამიკის შესახებ.

ვებგვერდი აგრეთვე უზრუნველყოფს საჭირო საკონსულო ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში გამგზავრების მსურველი უცხოელებისთვის.

საელჩოს საქმიანობა მექსიკასთან, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებთან, ორმხრივი თუ მრავალმხრივი მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში საქართველოს თვალსაჩინოდ წარდგენას ემსახურება. ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს ამ რეგიონში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საელჩოს სრული შემადგენლობა მოწადინებულია ძალა და ენერგია არ დაიშუროს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობების გასაღრმავებლად.

საქართველო, მექსიკის მსგავსად, უძველესი ქვეყანაა. მისმა მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ და გეოპოლიტიკურმა ადგილმდებარეობამ დიდი გავლენა იქონია მრავალეთნიკური საზოგადოების, ფასეულობების, ტრადიციებისა და კულტურის ჩამოყალიბებაზე. ქვეყანა მდიდარი ისტორიითა და ბუნებრივი მრავალფეროვნებით იზიდავს განსხვავებული ინტერესებისა და გემოვნების მრავალრიცხოვან უცხოელ სტუმარს. საელჩო მზადაა სრული ინფორმაცია და საჭირო რჩევები მიაწოდოს საქართველში ჩასვლის მსურველ ყველა დაინტერესებულ პირს

საქართველო მიმზიდველია არა მარტო ტურისტებისთვის, ასევე უცხელი ინვესტორებისთვის. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით გატარებული რეფორმების შედეგად, მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ შეფასებებით საქართველო აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად ბიზნესის წარმოებისთვის. საელჩო მზადაა დახმარება გაუწიოს პოტენციურ ინვესტორებს მათთვის საინტერესო სფეროებზე სრული ინფორმაციის მიღებასა და საქართველოს შესაბამის წრეებთან კონტაქტების დამყარებაში.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით უკეთ გაიცნობთ ჩემს ქვეყანას, მის ისტორიასა და თანამედროვე ცხოვრებასშეძლებთ თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებას საქართველოსა და ქართველებზე და სურვილის შემთხვევაში ორმხრივად სასარგებლო კავშირებს დაამყარებთ საქართველოს სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებთან.

 

აქვე, მინდა მივესალმო და თანადგომა გამოვუცხადო მექსიკაში მცხოვრებ მცირერიცხოვან თანამემამულეებს. მზად ვართ ჩავდგეთ თქვენს სამსახურში. საელჩოს კარი ღიაა ყოველი თქვენგანისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან რაიმე სხვა სახის დახმარების მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს საელჩოს მექსიკის შეერთებულ  შტატებში.

 

პატივისცემით,

 

ზურაბ ერისთავი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ