ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბიოგრაფია

ექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბიოგრაფია

 

ბატონი ზურაბ ერისთავი კარიერული დიპლომატია, რომელიც 25 წელიწადზე მეტია დგას საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში.

 

2013 წლიდან მოყოლებული, მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მივლინებამდე მუშაობდა საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროში ენერგო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე.

 

2009-2013 წლებში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის სამეფოში, ასევე აკრედიტირებული ლიბანისა და ერაყის რესპუბლიკებში.

 

2007-2009 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

 

2004-2007 წლებში მსახურობდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩეველის, ხოლო 1996-2000 წლებში ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მრჩეველის თანამდებობებზე. 

 

1989-2000 წლებში ბატონ ზურაბ ერისთავს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მეორე მდივნიდან საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემდე.

 

განათლება

 

1991-1992 პარიზის საჯარო მმართველობის საერთაშორისო ინსტიტუტი (IIAP), საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი.

 

1983-1989  საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ფაკულტეტი.

 

ბატონი ზურაბ ერისთავი ფლობს ესპანურ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე - ირინა ერისთავი-მოწერელია, ორი ვაჟი - დავითი და გიორგი და სამი ქალიშვილი - ანა, ნინო და ეკატერინე. 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ