ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი კოსტა რიკის რესპუბლიკას ეწვია

მიმდინარე წლის 23 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია კოსტა რიკის რესპუბლიკას, რომელსაც კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალეხანდრო სოლანო ორტისმა უმასპინძლა. მხარეებს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და კოსტა რიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები. ამასთან, მინისტრის პირველმა მოადგილემ კოსტარიკელ კოლეგას წარუდგინა გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნობის კანდიდატი, 2018-2021 წლების ვადით,  საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ