ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოს ელჩის ზურაბ ერისთავის ელ სალვადორის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ

მიმდინარე წლის 22-23 აგვისტოს, საქართველოს ელჩი, ზურაბ ერისთავი ელ სალვადორის რესპუბლიკას ეწვია. 22 აგვისტოს ელჩმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ უგო მარტინესს, ხოლო დედანი _ პრეზიდენტს, ბატონ სალვადორ სანჩეს სერენს.

 

ამავე დღეს შედგა ელჩის შეხვედრა ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ხაიმე მირანდა ფლამენკოსთან, სადაც განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

 

ელ სალვადორში ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრა გამართა ასევე ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) გენერალურ მდივანთან ვინისიო სერესოსთან.  მოგვიანებით, კი ელ სალვადორის პარლამენტს ეწვია და პლენარულ სხდომას დაესწრო, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ გილერმო ანტონიო გალიეგოს ნავარეტეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მზაობა გამოხატეს ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებას.

 

23 აგვისტოს ელჩი ზურაბ ერისთავი ელ სალვადორის მეწარმეთა ეროვნულ ასოციაციას ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დირექტორთან, ბატონ ვალდო ხიმენესთან და ელ სალვადორის შაქრის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტთან, ბატონ მარიო ერნესტო სალავერია ნოლასკოსთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის განვითარების შესაძლებლობები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ