ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩი ზურაბ ერისთავი ჰონდურასის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო

Mexico/Foto.jpg2018 წლის 26-28 იანვარს, საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი ჰონდურასის რესპუბლიკას ეწვია, ჰონდურასის მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის, ხუან ორლანდო ერნანდეს ალვარადოს ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრების მიზნით. ელჩმა ბატონ ხუან ორლანდო ერნანდეს ალვარადოს საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მისალოცი წერილი გადასცა და საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. აქვე, წარმატებები უსურვა ახალი მანდატით საქმინობის განხორციელბაში. ამას გარდა, ვიზიტის ფარგლებში ელჩი შეხვდა ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ ხოსე ისაიას ბარაონა ერერას, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ