საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზაზა გაბუნიას შეხვედრა მექსიკის სენატის პრეზიდენტთან

7 მარტს, ქ. მეხიკოში, გაიმართა ელჩის ზაზა გაბუნიას შეხვედრა მექსიკის შეერთებული შტატების სენატის პრეზიდენტთან, სენატორ ოლგა სანჩეს კორდეროსთან. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მექსიკასთან, როგორც რეგიონის ლიდერ და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყანასთან საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატზე, საქართველოს ევროპულ არჩევანზე და ევროკავშირის წევრობისათვის განაცხადის შეტანის ისტორიულ მნიშვნელობაზე.