საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და მექსიკის მთავრობებს შორის განათლებისა და კულტურის დარგში თანხმების ხელმოწერის ცერემონია

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის  განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

მექსიკის მხრიდან შეთანხმებას ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა მარსელო ებრარდ კასაუბონმა, ხოლო საქართველოს მხრიდან მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ზაზა გაბუნიამ მოაწერეს. 

ზემოაღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და მექსიკას, როგორც ორი უძველესი ისტორის მქონე ქვეყნის თანამშრომლობას ისეთ დარგებში როგორიცაა კულტურა და განათლება. ამისათვის მხარეები გამოთქვამენ მზაობას ხელი შეუწყონ უწყებათაშორისი კავშრებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარებას.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სტუდენტთა გაცვლის პროგრამების მეშვეობით საგანმანათებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებს, ასევე კავშირების დამყარებასა და გაღრმავებას ახალგარდულ ორგანიზაციებს შორის. 
შთანხმება ასევე ფოკუსირებულია ორივე ქვეყანის  ენის, ლიტერატურისა და ზოგადად კულტურის შესწავლასა და ზოგადი ცნობადობის ამაღლებაზე.

შეთანხმების თანახმად, მხარეები ორიენტირებულნი არიან, წაახალისონ ხელოვანთა ჯგუფების ურთიერთგაცვლა და სხვა ტიპის ღონისძიებები მუსიკის, სახვითი და საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორის ფესტივალებში მონაწილეობის გზით. 
ცერემონიის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიმართეს მექსიკის საგარეო საქმეთა მინისრტმა და საქართველსო ელჩმა. 

მხარეება ხაზი გაუსვეს ამ დღის და თვითონ შეთანხმების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობებში. აღინიშნა, რომ  ხსენებულ შეთანხმებაზე ხელმოწერით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც უფრო დააახლოვებს როგორც საქართველოსა და მექსიკას, ისე გაარღმავებს კავშირებს ჩვენ ხალხებს შორის.