საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ვიზიტი ბელიზში

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელიზში (რეზიდენციით ქ. მეხიკო 🇲🇽) - ბატონმა ზაზა გაბუნიამ,  ბელიზის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და მიგრაციის მინისტრს - ეიმონ ქორთნის, მისი უდიდებულესობის, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის, როგორც ბელიზის სახელმწიფო მეთაურის სახელზე, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. 

აღნიშნული ცერემონიის შემდეგ, ელჩს ჰქონდა შესაძლებლობა, ორმხრივ ფორმატში განეხილა ბელიზსა და საქართველოს შორის ოურთიერთობის საკითხები.