საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

OIV - კონგრესი ბახა კალიფორნიაში

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, მექსიკის ქალაქ ენსენადაში (ბახა კალიფორნიის შტატი) გაიხსნა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 43 - კონგრესი, რომელსაც საქართველოს სახელით დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში - ზაზა გაბუნია.


ღონისძიების ფარგლებში ელჩს საშუალება ჰქონდა პირისპირ შეხვედროდა მექსიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს - ვიქტორ მანუელ ვილალობოს არამბულას, რომელთანაც განიხილა საქართველოსა და მექსიკას შორის დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები აგრარულ სფეროში.