საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მექსიკა დამოუკიდებლობის 200 წლისთავს ზეიმობს

27-28 სექტემბერს, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უძველესი და მრავალფეროვანი კულტურის ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 200 წელს ზეიმობს. 
27 სექტებერს, მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ოფიციალური მიღება და მასშტაბური თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა ქ. მეხიკოს მთავარ მოედანზე. 
საზეიმო ღონისძიებაზე, საპატიო სტუმრებს, სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებსა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს სიტყვით მიმართა ქვეყნის კონსტიტუციურმა პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა.
საქართველოს სახელით, საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თამარ გამილაღდიშვილი - გაგუა და მეგობარი ქვეყნის პირველ პირს და მექსიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის 200 წლისთავი მიულოცა.