29 სექტემბერს, ქ. მეხიკოს მთავარ მოედანზე, რესტორანში "Balcón del Zócalo", საელჩოს პატრონაჟით, ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დაესწრო საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა.
ღონისძიებას უმასპინძლეს მექსიკის ღვინის ერთ-ერთმა ცნობილმა მწარმოებელმა "Casa Madero" და სომელიეთა ასოციაციამ.
საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ საკუთარი კვლევა წარმოადგინა რესტორატორმა ისრაელ ლოპესმა.
ღონისძიების დასასრულს, მიწვეული სტუმრებისათვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.