Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტა-რიკის რესპუბლიკაში

ზაზა გაბუნიამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ელ-სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს

ელ-სალვადორის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 3 ივნისს, საქართველოს ელჩმა, ზაზა გაბუნიამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ადრიანა მირას. ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა საქართველოსა და ელ-სალვადორს შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
 
საუბრისას, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებაზე, საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის გამყარებასა და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერებაზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების გამართვის მნიშვნელობას, ისევე როგორც საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ქვეყნებმა დაასრულეს სამართლებრივი პროცედურები საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომლის საფუძველზეც, საქართველოსა და ელ-სალვადორს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართება.
 
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი იზეიმეს. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.