საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ზაზა გაბუნიას შეხვედრა მექსიკის პრეზიდენტთან

16 მარტს, ქ. მეხიკოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა გაბუნიამ რწმუნებათა სიგელები გადასცა მექსიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ, შედგა შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები, რეგიონში მიმდინარე პროცესები და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.