მექსიკის შეერთებული შტატები
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
საქართველოსა და მექსიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 8 ივნისს.
თანამშრომლობის სფეროები
პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან ერთად მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა, კულტურა, განათლება და ტურიზმი. ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეებს შორის შეინიშნება დაინტერესება ორმხრივი ვაჭრობის გაზრდისა და არსებული საინვესტიციო პოტენციალის სრულად გამოყენების მხრივ. ბოლო წლებში ორივე ქვეყანაში განხორციელდა არაერთი კულტურული ღონისძიება, მათ შორის ქართული ფილმების ჩვენების ციკლი ქ. მეხიკოში და მექსიკელ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა საქართველოში. ვითარდება თანამშრომლობა განათლების სფეროში აკადემიური გაცვლებისა და დიპლომატიური სწავლებების მიმართულებით. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, მხარეები მუშაობენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე. აღსანიშნავია უწყებათაშორისი თანამშრომლობის განვითარება ორი ქვეყნის სასამართლო ორგანოებს, საარჩევნო ინსტიტუტებს, სახალხო დამცველის აპარატებსა და ინფორმაციაზე დაშვების საკითხებზე მომუშავე უწყებებს შორის. მხარეები შორის აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
ბოლო პერიოდში, საქართველოდან მექსიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე.
ბმულები
მექსიკის საგარეო ურთიერთობათა სამინისტრო მექსიკის შეერთებული შტატების საელჩო ანკარაში