საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“ვეფხისტყაოსანის” ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია

22 აპრილს, ხალისკოს შტატის დედაქალაქ გვადალახარაში, საელჩოს მორიგი პროექტის - “ვეფხისტყაოსანის” ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მასპინძლობდა პრესტიჟული კვლევითი და სასწავლო ცენტრი - El Colegio de Jalisco და მისი პრეზიდენტი, ბატონი რობერტო არიას დე ლა მორა.
საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც საქართველოს დელეგაცია და ქართული ლიტერატურის, ისტორიისა და კულტურის მექსიკელი მეგობრები ესწრებოდნენ, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ზაზა გაბუნია, ქალაქ გვადალახარას მუნიციპალიტეტის პრეზიდენტი, ბატონი ხესუს პაბლო ლემუს ნავარო და ხალისკოს შტატის მთავრობის გენერალური მდივანი, ბატონი ენრიკე იბარა პედროსა. გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სწორედ კულტურას - ლიტერატურასა და ხელოვნებას აკისრია უდიდესი როლი საქართველოსა და მექსიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში, ხოლო ისეთი შედევრები, როგორიცაა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, ამ რთულ და გამოწვევებით სავსე სამყაროში მუდმივად შეგვახსენებენ რაინდობის, მეგობრობის, სიყვარულისა და თავისუფლების მნიშვნელობას კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. 
პრეზენტაციის დასასრულს, მიწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ საელჩოსა და El Colegio de Jalisco-ს მიერ გამოცემული “ვეფხისტყაოსანი”.