საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა კოსტა რიკის ვიცე-პრეზიდენტთან

კოსტა რიკაში ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ზაზა გაბუნია რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს მერი მუნივეს შეხვდა. გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კოსტა რიკის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე რთულ პროცესებსა და უსაფრთხოების თემებს, ასევე - საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე განხორციელებულ რეფორმებს.