საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და მექსიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი

საქართველოსა და მექსიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 8 ივნისს. 30 წლის მანძილზე, პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან ერთად, მხარეები აქტიურად თანამშრომლობდნენ ისეთ სფეროებში როგორიცაა - კულტურა, განათლება და ეკონომიკა. 

საელჩოს ორგანიზებითა და მონაწილეობით, ორივე ქვეყანაში განხორციელდა არაერთი კულტურული ღონისძიება, მათ შორის: ქართული ფილმების კვირეული ქ. მეხიკოში და მექსიკელ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა საქართველოში, ქართული ღვინისა და კულინარიის გამოფენები, ქართველი მწერლების, გამომცემლებისა და ხელოვანების მონაწილეობა პრესტიჟულ ფორუმებში, როგორიცაა გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენა (FIL), სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალი (FIC – Guanajuato), იდალგოს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი (FINI), სადაც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო მიწვეული. 
საელჩოს ძალისხმევით, გრძელდება თანამშრომლობა განათლების სფეროში, XOLO ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, მხარეები მუშაობენ ერთობლივ პროექტებზე. აღსანიშნავია უწყებათაშორისი თანამშრომლობის განვითარება ორი ქვეყნის სასამართლო ორგანოებს, საარჩევნო ინსტიტუტებს, ინფორმაციაზე დაშვების საკითხებზე მომუშავე უწყებებს შორის. მხარეები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.