საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კოსტა რიკა - რწმუნებათა სიგელების გადაცემა

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ქ. სან ხოსეში ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კოსტა რიკას რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ბატონმა ზაზა გაბუნიამ რწმუნებათა სიგელები გადასცა კოსტა რიკას პრეზიდენტს, ბატონ როდრიგო ჩავეს რობლესს.

ცერემონიის შემდეგ ელჩს საშუალება ჰქონდა, პრეზიდენტთან ერთად ორმხრივ ფორმატში განეხილა საქართველოსა და კოსტა რიკას შორის ორმხრივი დღისწესრიგით გათვალსიწინებული საკითხები.