საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ქ. მეხიკოს მთავრობის ხელმძღვანელთან

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, საქართველოს ელჩი ზაზა გაბუნია, ქ. მეხიკოს მთავრობის ხელმძღვანელს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, ქალბატონ კლაუდია შეინბაუმს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ელჩს საშუალება ჰქონდა ქალაქის ხელმძღვანელთან პირისპირ განეხილა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მიმდინარე წელს საქართველოსა და მექსიკას შორის დიპლომატიური ურთეირთობების საიუბილეო 30 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებები ქალაქის მასშტაბით. 

აღსანიშნია, რომ 2007 წელს, როგორც კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი წევრმა, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე პრეზიდენტ - ალ გორთან ერთად, კლაუდია შეინმაუბმმა მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.