მიმდინარე წლის 16 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გვატემალას რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო) ზაზა გაბუნიამ, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა გვატემალას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს - მარიო ბუკაროს.
შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა მინისტრთან მიმოიხილა საქართველოსა და გვატემალას შორის არსებული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.