მიმდინარე წლის 22 თებერვალს, საქართველოს ელჩმა მექსიკაში - ზაზა გაბუნიამ, შეხვედრა გამართა მექსიკის სენატის ევროპის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ გაბრიელა ბენავიდეს კობოსთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მექსიკის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლოდ საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
კომიტეტის თავმჯდომარეს ელჩმა ასევე გააცნო საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები ევროინტეგრაციის მიმართულებით.