მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ქ. სან ხოსეში ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კოსტა რიკას რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ბატონმა ზაზა გაბუნიამ რწმუნებათა სიგელები გადასცა კოსტა რიკას პრეზიდენტს, ბატონ როდრიგო ჩავეს რობლესს.