Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტა-რიკის რესპუბლიკაში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მექსიკაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ქალ პარლამენტართა გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა, 13-15 მარტს, მექსიკის შეერთებულ შტატებში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ქალ პარლამენტართა გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე ქალთა გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა თემატური პანელი გაიმართა.

კონფერენციაზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს მექსიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად არჩეულმა ქალმა პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა ტულია აქსონმა.

ღონისძიების ფარგლებში მარიამ ლაშხმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კავშირის გენერალურ მდივანთან მარტინ ჩუნგოგთან, საპარლამენტთაშორისო კავშირის ქალ პარლამენტართა ბიუროს პრეზიდენტთან სინტია ლოპეს კასტროსთან და საპარლამენტთაშორისო კავშირის ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმის პრეზიდენტთან დან კარდენთან.

ღონისძიებას 62 ქვეყნის 350-დე დელეგატი ესწრებოდა.