Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტა-რიკის რესპუბლიკაში

საქართველოს ელჩი კოსტა-რიკის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრეზიდნეტს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გაბუნია კოსტა-რიკის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრეზიდნეტს, სტივენ ბრუნერს შეხვდა.
 
საქართველოს ელჩმა და კოსტა-რიკის ვიცე-პრეზიდენტმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და გამოთქვეს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა.
 
ელჩმა მადლობა გადაუხადა კოსტა-რიკის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.