Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის შეხვედრა მექსიკის სენატის თავმჯდომარესთან

2024 წლის 27 თებერვალს საქართველოს ელჩი ზაზა გაბუნია მექსიკის სენატის თავმჯდომარეს, ანა ლილია რივერას შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მექსიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ორგანიზების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი ღონისძიებებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის თემებზე.