ზაზა გაბუნია კოსტა-რიკის კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
კოსტა-რიკის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ზაზა გაბუნია კოსტა-რიკის კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ხორხე როდრიგეს ვივესს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კოსტა-რიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები და ამ მიმართულებით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.